SEU BUILD

GE

EN

LITTLE SLIDER

სეუ დეველოპმენტი დეველოპერულ ბაზარზე 2014 წლიდან შემოვიდა.

კომპანიის გამოცდილი, მუდმივ განვითარებაზე მზრუნველი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნერგავს მშენებლობის მაღალ სტანდარტს, მშენებლობაში იყენებს ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

სეუ დეველოპმენტს აქვს რამდენიმე დასრულებული მშენებლობა, მათ შორის საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე - ა. პოლიტკოვსკაიას 32 ნომერში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯიქიას 7 ნომერში სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.

დასრულებული პროექტებია: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ძველი და ახალი, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული სასწავლო და საგამოფენო შენობები, ასევე ბიზნესცენტრი თბილისის გარეუბანში.

სეუ დეველოპმენტის ყველა მშენებლობა სრულად დაფინანსებულია საწყის ეტაპზევე, რაც იმის გარანტიაა, რომ პროექტის განხორციელება დაგეგმილ ვადაში დასრულდება.

კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მშენებლობაზე გამოიყენება მხოლოდ ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა. სეუ დეველოპმენტის პრიორიტეტია, ისეთი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც დააკმაყოფილებს თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებსა და სურვილებს, ამასთან მსგავსი პროექტების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა წევრისთვის.

ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი.



სეუ დეველოპმენტი საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე 2013 წლიდან შემოვიდა. დღემდე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობაში 23 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ინვესტიციაა განხორციელებული. ეს არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ძველი და ახალი, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული სასწავლო და საგამოფენო შენობები.

სეუ დეველოპმენტის დამფუძნებლებს ცხრა წლიანი გამოცდილება აქვთ უძრავი ქონების სფეროში და წარმატებული ბიზნეს კარიერის მფლობელები არიან. სწორედ მათმა ცოდნამ და გამოცდილებამ განაპირობა 2016 წელს კომპანიის ახალი მიმართულების განვითარება და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყება.

მომხმარებელთან კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და მათი ნდობის გამართლება არის კომპანიის ძირითადი ღირებულება.