პროექტის "მწვანე ეზო" განსახორციელებლად შეირჩა ქალაქის ცენტრში, პრესტიჟული, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. კომპლექსიდან 7 წუთის სავალ გზაზეა მეტრო სადგური "უნივერსიტეტი", 50მეტრში სკოლა, აუზი და სპორტული მოედანია. "მწვანე ეზოს" მიმდებარედ რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და სამინისტროა.
პროექტის საერთო ფართი 15’000 კვადრატული მეტრია, რეკრეაციული ზონა 1500-მდე კვადრატულ მეტრზეა განაშენიანებული. კომპლექსში 19 და 17 სართულია, სადაც ჯამურად 100 ბინაა დაგეგმარებული. მინიმალური საცხოვრებელი ფართი 37,6 კვადრატული მეტრია.
საცხოვრებელ კომპლექსს "მწვანე ეზო" გააჩნია რეკრეაციული ზონა, საბავშვო და სპორტული მოედანი, 24 საათიანი ფიტნეს ცენტრი, კომერციული და საოფისე ზონა, ოთხდონიანი მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი.
სეუ დეველოპმენტის თითოეულ თანამშრომელს სავსებით გააზრებული აქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლის გადაწყვეტილება ახალი ბინის შეძენის თაობაზე. ამ საკითხს განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობით უყურებს კომპანიის გუნდი. შესაბამისად, საცხოვრებელი კომპლექსის დაგეგმვა და ინფრასტრუქტურის მოწყობა ყველა იმ დეტალის გათვალისწინებით შედგა, რაც საუკეთესო ცხოვრების პირობებს შეეფერება.
"მწვანე ეზოს" რეკრეაციული ზონის დაგეგმვაზე მუშაობდა პროფესიონალი დეკორატორი და ფლორისტი; დაგეგმარების პროცესში გათვალისწინებულია განსაკუთრებული ჯიშის ხეების დარგვა.წლის ნებისმიერ დროს საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში ყოველთვის სიმწვანე, სიმშვიდე და სიწყნარე იქნება, ბავშვებისათვის კი მხიარული და უსაფრთხო გარემო. ეზოს დეკორატიული განათება კი მეტ სიმყუდროვესა და კომფორტს შეგიქმნით. ოპტიმალური დაგეგმარების საშუალებით, შეძლებთ სასურველი ფართის ბინის ხელსაყრელი პირობებით შეძენას.
საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მოეწყობა ლობი, რომელიც სტუმრების მისაღებად საუკეთესო ადგილი იქნება.
სეუ დეველოპმენტი გაუწევს მენეჯმენტს და უფასოდ მოემსახურება კომპლექსის ტერიტორიის და სადარბაზოს მოვლა-დასუფთავებას. მაცხოვრებელთა უსაფრთხოებაზე კი სპეციალური სამსახური იზრუნებს, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკით.
პროექტის უპირატესობები: