აირჩიე ბინა

ევროპული საცხოვრებელი კომპლექსი

SEU Varketili

  • ბინები 45,7 კვ.მ.-დან
  • 3,5 ჰექტარზე განთვსებული საცხოვრებელი კომპლექსი
  • 2 ჰექტარამდე სარეკრეაციო სივრცე

საცხოვრებელი კომპლექსი ჰარმონიულად აერთიანებს ესთეტიკას და ფუნქციონალურობას, მომსახურების მაღალ დონეს და კომფორტს

SEU VARKETILI

SEU VARKETILI -არის ვარკეთილის ახალი ტერიტორია, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და აქვს სრულიად განსხვავებული კონცეფცია. კომპლექსი დაგეგმილია მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურით, ის 3,5 ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს:

  • 2 ჰა-მდე რეკრეაციული სივრცე;
  • დაცული ეზო;
  • მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი;
  • სავაჭრო და საოფისე ფართები;
  • ბავშვთა გასართობი სივრცეები;
  • სპორტული და სათამაშო მოედნები;
  • ჩოგბურთის კორტები;
  • ფიტნეს დარბაზი;
  • თითოეული შენობის შესასვლელში მოეწყობა ლობი;
  • სკოლა.

SEU VARKETILI პროექტი არის East Europe REAL ESTATE AWARDS-ის ნომინაციის გამარჯვებული წლის საუკეთესო სამომავლო პროექტისთვის, როგორც ურბანული განვითარების საუკეთესო მაგალითი თბილისში, რომელიც შექმნილია ჯანსაღ გარემოში! 

საცხოვრებელი კომპლექსი ჰარმონიულად აერთიანებს ესთეტიკას და ფუნქციონალურობას, მომსახურების მაღალ დონეს და კომფორტს

SEU VARKETILI

SEU VARKETILI -არის ვარკეთილის ახალი ტერიტორია, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და აქვს სრულიად განსხვავებული კონცეფცია. კომპლექსი დაგეგმილია მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურით, ის 3,5 ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს:

  • 2 ჰა-მდე რეკრეაციული სივრცე;
  • დაცული ეზო;
  • მიწისქვეშა და ზედაპირული პარკინგი;
  • სავაჭრო და საოფისე ფართები;
  • ბავშვთა გასართობი ადგილები;
  • სპორტული და სათამაშო მოედნები;
  • ჩოგბურთის კორტები;
  • ფითნეს დარბაზი;
  • თითოეული შენობის შესასვლელთან მოეწყობა ლობი;
  • სკოლა.
SEU VARKETILI პროექტი არის East Europe REAL ESTATE AWARDS-ის ნომინაციის გამარჯვებული წლის საუკეთესო სამომავლო პროექტისთვის, როგორც ურბანული განვითარების საუკეთესო მაგალითი თბილისში, რომელიც შექმნილია ჯანსაღ გარემოში! 

კეთილმოწყობილი ტერიტორია

2 ჰექტარი რეკრეაციული სივრცე საბავშვო და სპორტული მოედნებით, ჩოგბურთის კორტებით, ფიტნეს დარბაზით, დასვენებისა და კომუნიკაციის ადგილებით, დაცული ეზოთი.

პარკინგი

სამდონიანი მიწისქვეშა პარკინგი 112 მანქანაზე.

მზად ხართ ბინების სანახავად?

მდებარეობა

პროექტს აქვს საუკეთესო ლოკაცია, ისევე როგორც სეუ დეველოპმენტის სხვა საცხოვრებელი კოპლექსების ირგვლივ, სეუ ვარკეთილის ირგვლივ ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული, კომპლექსიდან 15 წუთის სავალზე არის მეტროსადგური "ვარკეთილი".

მზად ხართ ბინების სანახავად?

კომპანიის შესახებ

სეუ დეველოპმენტი დეველოპერულ ბაზარზე 2014 წლიდან შემოვიდა.

კომპანიის გამოცდილი, მუდმივ განვითარებაზე მზრუნველი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნერგავს მშენებლობის მაღალ სტანდარტს, მშენებლობაში იყენებს ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

სეუ დეველოპმენტს აქვს რამდენიმე დასრულებული პროექტი: საცხოვრებელი კომპლექსები ჯიქიას 12 და 7 ნომერში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ძველი და ახალი, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული სასწავლო და საგამოფენო შენობები, ბიზნესცენტრი თბილისის გარეუბანში.

სეუ დეველოპმენტის ყველა მშენებლობა სრულად დაფინანსებულია საწყის ეტაპზევე, რაც იმის გარანტიაა, რომ პროექტის განხორციელება დაგეგმილ ვადაში დასრულდება.

კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მშენებლობაზე გამოიყენება მხოლოდ ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა. სეუ დეველოპმენტის პრიორიტეტია, ისეთი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც დააკმაყოფილებს თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებსა და სურვილებს, ამასთან მსგავსი პროექტების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა წევრისთვის.

ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი.


განხორციელებული პროექტები
ჯიქიას №7

პროექტის განსახორციელებლად შეირჩა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო - ჯიქიას #7. კომპლექსიდან ფეხით 10 წუთის სავალ გზაზეა მეტროსადგური “უნივერსიტეტი”. მიმდებარე ტერიტორიაზეა სკოლა, სპორტული მოედანი, აუზი, რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და ა.შ. კომპლექსი შედგება ხუთი, რვა და თორმეტსართულიანი კორპუსებისგან. მათ შორის არის დასასვენებელი ზონა და საბავშვო გასართობი მოედანი. პროექტის სამშენებლო ფართი 16000 კვადრატულ მეტრამდეა. მშენებლობაში გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.
ბინებში თითოეული კვადრატული მეტრი ოპტიმალურად არის დაგეგმილი. კომპლექს გააჩნია კომერციული და საოფისე ფართები.

ჯიქიას №12

პროექტის "მწვანე ეზო" განსახორციელებლად შეირჩა ქალაქის ცენტრში, პრესტიჟული, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. კომპლექსიდან 7 წუთის სავალ გზაზეა მეტრო სადგური "უნივერსიტეტი", 50მეტრში სკოლა, აუზი და სპორტული მოედანია. "მწვანე ეზოს" მიმდებარედ რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და სამინისტროა.
პროექტის საერთო ფართი 15’000 კვადრატული მეტრია, რეკრეაციული ზონა 1500-მდე კვადრატულ მეტრზეა განაშენიანებული. 
"მწვანე ეზოს" რეკრეაციული ზონის დაგეგმვაზე მუშაობდა პროფესიონალი დეკორატორი და ფლორისტი; დაგეგმარების პროცესში გათვალისწინებულია განსაკუთრებული ჯიშის ხეების დარგვა.წლის ნებისმიერ დროს საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში ყოველთვის სიმწვანე, სიმშვიდე და სიწყნარე იქნება, ბავშვებისათვის კი მხიარული და უსაფრთხო გარემო.

გაყიდვების ოფისის მისამართი ანა პოლიტკოვსკაიას 32, თბილისი
სეუ ბარათი

კომპანიის ნებისმიერ პროექტში ბინის შეძენისას მომხმარებელს გადაეცემა ექსკლუზიურად მათთვის განკუთვნილი SEU ბარათი. მობინადრეებს საშუალება ექნებათ ბარათი გამოიყენონ კომპანიის პარტნიორ ობიექტებში და მათთვის განკუთვნილი სპეციალური პირობებითა და ფასდაკლებით ისარგებლონ. იხილეთ პარტნიორების ჩამონათვალი ქვემოთ